პრეზიდენტის ინიციატივა შერიგებაზე

მდინარაძე შერიგებაზე: ისე თარგმნეს, თითქოს ვიღაცამ სააკაშვილი უნდა გამოუშვას ციხიდან

როცა საქართველოს პრეზიდენტი საუბრობს ეროვნულ თანხმობაზე, ვისაც როგორ აწყობს მერე, სუბიექტურად ისე ალაგებენ. ეს მესიჯები თარგმნეს, თითქოს ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა უნდა შევურიგდეთ ერთმანეთს. შემდეგ სააკაშვილი გამოუშვას ვიღაცამ და აი, აქამდე დავიდა საერთოდ აცდენილია იმ რეალობასთან, რაც დღეს კიდევ ერთხელ დეტალურად განგვიმარტა საქართველოს პრეზიდენტმა. 

დღეს, მივიღე ისეთი ინფორმაცია პრეზიდენტისგან, რომელიც იმ მესიჯს არ ცდება, პირიქით, ემთხვევა რაზეც ჩვენ ვილაპარაკეთ - რომ შეუძლებელია ბოროტებასთან და ისეთი მასშტაბის დანაშაულთან შერიგება, რომელიც გვახსოვს ჩვენ წინა ხელისუფლებისგან. 

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი მამუკა მდინარაძე. 

16 დეკემბერს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნაძვის ხის გახსნის ცერემონიალზე ორბელიანების სასახლეში მიღებაზე მიიწვია ქართული ოცნებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები და მათ "ეროვნული თანხმობის პროცესზე" ესაუბრა. ოპოზიციის ნაწილი მიღებაზე არ მივიდა.

კომენტარები