ღამის კლუბები

ნაჯა ორაშვილი: აღარ შემიძლია ადამიანურად, მართლა

"აღარ შემიძლია ადამიანურად, მართლა". – ამის შესახებ კლუბ ბასიანის თანადამფუძნებელი, ნაჯა ორაშვილი Facebook-ზე წერს. 

ორაშვილი წერს, რომ კლუბების გახსნაზე კიდევ ერთი უარი, საკლუბო სცენის განადგურების მიზანმიმართულ მცდელობას წარმოადგენს. 

"უკანასკნელ 2 წელიწადში მინიმუმ 400 გვერდიანი ნაშრომები გვაქვს დაწერილი, თუ როგორ უნდა დავიყვანოთ ვირუსის გავრცელების რისკები მინიმუმამდე, იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ უსაფრთხო სივრცის იდეა.

ცოდნაზე, გამოცდილებაზე, კვლევებზე და სწავლებაზე დაფუძნებული გამოსავალი დავდეთ და მაინც უარია ჩვენზე.

საზოგადოებაზე ზრუნვის იდეით დავხურეთ და ახლაც იმავე მოტივით გავხსენით კლუბების კარი.

სხვა დანარჩენი საკლუბო სცენის განადგურების მიზანმიმართულ მცდელობას წარმოადგენს".
– წერს ნაჯა ორაშვილი. 

დღეს, 22 დეკემბერს ღამის კლუბების წარმომადგენლებმა განცხადება გაავრცელეს. ისინი ამბობენ, რომ საკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების მიუხედავად, წინა კვირიდან ამ კვირაში გადადებული ღონისძიებები ჩატარდება და რომელიმე კლუბის დალუქვის შემთხვევაში მწვავე პროტესტს მიმართავენ.

კომენტარები