კორონავირუსი და შეზღუდვები

მთავრობას შეზღუდვების დაწესების უფლებამოსილება 2023 წლამდე გაუგრძელდა

Mzia Saganelidze / (RFE/RL)

მთავრობას პანდემიის გამო შეზღუდვების დაწესების უფლებამოსილება 2023 წლის 1 იანვრამდე გაუგრძელდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტმა რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე მხარი დაუჭირა.

ცვლილებას მხარი 77-მა დეპუტატმა დაუჭირა, 4 კი წინააღმდეგი იყო. 

კანონში ცვლილება თავდაპირველად 2020 წლის 22 მაისს შევიდა, როდესაც მთავრობას დროებით მიენიჭა უფლებამოსილება პანდემიასთან საბრძოლველად საჭირო წესები და ღონისძიებები დაედგინათ. საკანონმდებლო ცვლილებების მოქმედების ვადად 2020 წლის 15 ივლისი განისაზღვრა, რომელიც 2021 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდა, შემდგომ 2021 წლის 1 ივლისამდე, შემდეგ კი წლის ბოლომდე.

ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა მწვანე ბარათების სისტემა.

კომენტარები