პრეზიდენტის ინიციატივა შერიგებაზე

ზარქუა: შერიგება არ ნიშნავს მწვალებლებს ეპატიოთ დანაშაულებები და ციხიდან გამოვუშვათ

მე მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს არ შეიწყალებს, იმიტომ რომ ამის საფუძველი არ არსებობს. რაც შეეხება მარგველაშვილის და ზურაბიშვილის შეხვედრას, კიბატონო, ძალიან კარგია, თუ მათი შეხვედრის თემა და შინაარსი არის ის რომ საზოგადოებაში არსებული დაძაბულობა განიმუხტოს, ამ შემთხვევაში მისასალმებელია. 

რადიკალური ოპოზიციის ნებისმიერ წარმომადგენელს, აბა, როგორ ესმით შერიგება? - მაგათ ესმით ის რომ პატიმარი სააკაშვილი, რომელიც ახლა იხდის სასჯელს, მივუტევოთ ყველაფერი და გამოვუშვათ. ამას გულისხმობენ და ეს არაა სწორი დეფინიცია. შერიგება არ ნიშნავს იმ მწვალებლებს ეპატიოთ ის დანაშაულებები და ციხიდან გამოვუშვათ. 

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ზარქუა საქართველოს ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის და პრეზიდენტ ზურაბიშვილის შეხვედრასა და მის ინიციატივაზე. სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ "შერიგების პროცესის" ვალდებულება აიღო და, მისივე სიტყვებით, აპირებს, წამოიწყოს "ინკლუზიური პროცესი უახლესი ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად". 16 დეკემბერს ზურაბიშვილმა საახალწლო მიღებაზე ქართული ოცნებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები მიიწვია და მათ "ეროვნული თანხმობის პროცესზე" ესაუბრა.

კომენტარები