ეკონომიკა

თურნავა: წინა პერიოდში ინფლაცია მოსახლეობის 1-ლი პრობლემა არასდროს ყოფილა

ნომერ პირველი გამოწვევა არის ინფლაცია და ფასები და ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ ამაზე, მე მქონდა საშუალება, რომ დეპუტატების წინაშე მინისტრის საატის ფორმატში მესაუბრა თუ რითია ეს გამოწვეული და როგორ უზრუნველვყოფთ, რომ ინფლაცია მომავალ წელს ჩვეულებრვი ნიშნულს, რაც წინა წლების განმავლობაში იყო, 3-4%-ს დაუბრუნდეს.

წინა პერიოდში მოსახლეობისთვის ფასების ზრდა არასდროს იყო მოსახლეობისთვის პირველი პრობლემა, თუ გადახედავთ ბოლო 10 წელს, 3-4%-ზე მეტი ინლფაციის დონე ჩვენ არ გვქონია. ერთადერთი განსხვავება 2020-21 წლებში არის პანდემია, რომელმაც მთელ მსოფლიოში გამოიწვია ფასების ზრდა და ცხადია, საქართველოშიც.

მოკლევადიან პერიოდში ეროვნულმა ბანკმა უკვე გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები და კიდევ არის მზად, რომ გადადგას დამატებით. მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებულია, რაც უკვე ინფლაციის მოთოკვისკენ გადადგმული ნაბიჯია.

მნიშვნელოვანია, რომ ლარის კურსი არის არსებითად სტაბილური და ეს დადებითად განგვასხვავებს სხვა ქვეყნებისგან, სადაც ინფლაციაც არის და ეროვნული ვალურაც დევალვირებს, ჩვენთან ეს ნეგატიური ფაქტორი არ არის.

თქვა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ.

კომენტარები