ელექტრომომარაგების შეზღუდვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 20 დეკემბერს ელქტრომომარაგება შეუწყდება

Creative commons

20 დეკემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), ვაშლიჯვრის დასახლების, გელოვანის გამზირის, პეტრე სარაჯიშვილის, გოძიაშვილის, დიდგორის, ვიქტორ დოლიძის, კოსტავას, გურამ ბზვანელის და ზურაბ ქაფიანიძის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, აეროპორტის დასახლების, ალექსეევკის დასახლების (ნაწილობრივ), ახვლედიანის და თენგიზ ჩანტლაძის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თიანეთის გზატკეცილის და გლდანის ხევის დასახლების მოსახლეობას.

10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III, IV მიკრორაიონების და ომარ ხიზანიშვილის ქუჩის მოსახლეობას.

ისნის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, აეროდრომის დასახლების, ვაზისუბნის IV მიკრორაონის (ნაწილობრივ), ლაღიძის, ალექსანდრე წულუკიძის, კალოუბნის, ჯავახეთის, 17 შინდისელი გმირის, პეტრე ხვედელიძის, ჩაჩუას, ნაკაშიძე-ბოლქვაძის, მხარგრძელის, ხომლელის, შანდორ პეტეფის, უძოს, რამიშვილის და ოსიპ მანდელშტამის ქუჩების მოსახლეობას.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები