რუსული ოკუპაცია

"ხმა ამოიღეთ!" – მამუკა ჩიკვაძის მხარდამჭერი აქცია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან

სირცხვილია

მოძრაობა სირცხვილიამ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ოკუპანტების მიერ დაკავებული მამუკა ჩიკვაძის მხარდამჭერი აქცია გამართა. 

"ხმა ამოიღეთ", "თავისუფლება რუსეთის ტყვეებს"- ამ და სხვა ბანერებით აქტივისტების საქართველოს მთავრობისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვენ. აქტივისტები აცხადებენ, რომ დაკავებული საფრთხეშია, რადგან ის ყოფილი სამხედროა. 

"როგორც მინიმუმ ოჯახს უნდა გააგებინონ როგორია დაკავებულის მდგომარეობა და ჩააყენონ საქმის კურსში ყველა საერთაშორისი მისია, ან ორგანიზაცია, რომელიც ადგილზე მუშაობს".- ამბობს სირცხვილიას აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი.

მამუკა ჩხიკვაძე, რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიიდან 12 დეკემბერს გაიტაცეს.

კომენტარები