თავდასხმა ჟურნალისტზე

მთავარი არხი: ჩვენს ჟურნალისტსა და ოპერატორს ოცნების ტიტუშკები თავს დაესხნენ

მთავარი არხი

მთავარი არხის ინფორმაციით, მათ ჟურნალისტს, ლადო მენაბდეს და ოპერატორს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მათივე ცნობით,  სოფელ სუფსაში ჟურნალისტი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც გადამღებ ჯგუფს რამდენიმე ადამიანი დაუპირისპირდა. 

ჟურნალისტ ლადო მენაბდეს თქმით, თავდამსხმელებმა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, იგინებოდნენ მთავარი არხის მისამართით. 

"ერთი ადამიანი მოვიდა ჯერ, მანქანით, აქ ცენტრში ვიდექი ზუსტად, მოგვაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაიწყო გინება მთავარი არხის მისამართით, შემდეგ გარკვეული პიროვნებების მისამართით, არ მივაქციეთ ყურადღება, სამწუხაროდ, ეს ჩვეულებრივი რეალობაა და მივხვდით რასთანაც გვქონდა საქმე. შემდეგ გადმოვიდა, ჩვენი მისამართით დაიწყო სიტყვიერი შეურაცხყოფების მოყენება, გინება, შემდეგ ამასაც რომ არ მივაქციეთ ყურადღება, მოვიდა შემაფურთხა სახეში და დამარტყა.

[...]ერთი ადამიანი იყო. მოვკიდე ხელი, მივაბრუნე უკან მანქანისკენ, ამ დროს 4 ადამიანი დაგვესხა თავს, რომლებიც მზად იყვნენ ეტყობა მოვლენების განვითარებისთვის, მოგვაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, კამერა დაამსხვრიეს, თავის არეში მაქვს ცოტა პრობლემები, ამიტომაც გამოვიძახე სასწრაფო" - თქვა მენაბდემ. 

ტაბულა დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. დამატებითი ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება. 

კომენტარები