კორონავირუსი მსოფლიოში

ნიდერლანდებში ომიკრონის გავრცელების გამო სადღესასწაულო დღეებში ლოქდაუნი გამოცხადდა

GETTY IMAGES

ნიდერლანდებში კორონავირუსის ახალი შტამის, ომიკრონის გავრცელების გამო სადღესასწაულო დღეებში ლოქდაუნი გამოცხადდა. ქვეყანაში იანვრის შუა რიცხვებამდე დაიხურება მაღაზიების ნაწილი, სკოლები, ბარები, რესტორნები და სხვა საჯარო თავშეყრის ადგილები.

ოფიციალური პირების თქმით, სავარაუდოდ, ქვეყანაში სადღესასწაულო დღეებში ომიკრონი დომინანტური შტამი გახდება.

ნიდერლანდებში პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსით 2.9 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, დაიღუპა 20 000-ზე მეტი მოქალაქე.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ომიკრონით ინფიცირების შემთხვევები, სულ მცირე, 89 ქვეყანაში გამოვლინდა და ის უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე აქამდე დომინანტური დელტა შტამი.

კომენტარები