ფლანგვის დეტექტორი

GMC: ზუგდიდში საჯარო სექტორის ხელფასები ₾1.2 მილიონით იზრდება, მცირდება სოციალური ხარჯები

ფლანგვის დეტექტორი

არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, ზუგდიდში წინა მოწვევის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტი 2022 წელს 47 200 000 ლარს დახარჯავს, საიდანაც 7 მილიონზე მეტი საჯარო სექტორის შრომის ანაზღაურებებზე დაიხარჯება.

მომდევნო წელს საჯარო სექტორის ხელფასები 1 273 000 ლარით იზრდება, რისი 95%-ზე მეტიც უშუალოდ მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების ხელფასებზე მოდის.

ამავდროულად, ფლანგვის დეტექტორის ცნობით, მცირდება სოციალური და საზოგადოებრივი თემატიკის ქვეპროგრამების დაფინანსება. შემცირებაში მოყვა განათლების, მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების, დევნილთა მხარდაჭერისა და სოციალური დაცვის ბიუჯეტები.

ბიუჯეტი აგრეთვე ძველმა საკრებულომ დაამტკიცა ბათუმშიც. ფლანგვის დეტექტორის ცნობით, გაიზარდა ხელფასები მერიასა და საკრებულოში და შემცირდა, მაგალითად, დროებითი თავშესაფრების, უფასო სასადილოების და სანიაღვრე სისტემების დაფინანსება.

წინა მოწვევის საკრებულოს დეპუტატებმა 2022 წლის ბიუჯეტის პროექტები ბათუმსა და ზუგდიდში 26 ნოემბერს, ოპოზიციის პროტესტის ფონზე დაამტკიცეს.

კომენტარები