ფლანგვის დეტექტორი

GMC: გზების დეპარტამენტმა 4 პროექტში ₾6 მლნ-მდე გადაიხადა, თუმცა სამუშაოები ვერ შესრულდა

არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორის(GMC) ინფორმაციით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გზებისა და ხიდების აგება-რეაბილიტაცია-გამაგრებისთვის 4 პროექტში 5 963 922 ლარი გადაიხადა, თუმცა სამუშაოები ვადაში ვერ დასრულდა და კომპანია შავ სიაში შეიყვანეს.

ფლანგვის ცნობით, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ნაწილია, 2020-2022 წლებში კომპანია შპს Georgian Bridge Construction-ს 3 სახელმწიფო ტენდერისა და 1 გამარტივებული შესყიდვის ფარგლებში ჯამში 13 718 221 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები გაუფორმა.

ორგანიზაციის განცხადებით, პროექტების ფარგლებში გზების დეპარტამენტმა კომპანიას ჯამში დაახლოებით 6 მილიონი ლარი გადაურიცხა. სამუშაოები განსაზღვრულ ვადებში არ შესრულდა, რის გამოც, ხელშეკრულებები შეწყდა.

"საავტომობილო გზების დეპარტამენტმა პირგასამტეხლოსა და ავანსის უკან მოთხოვნის ფარგლებში კომპანიისგან 1 706 815 ლარი დაიბრუნა". - წერს ფლანგვის დეტექტორი.

კომენტარები