რუსული ოკუპაცია

უკანონოდ დაკავებულ საქართველოს 3 მოქალაქეს ოკუპანტებმა ცხინვალში პატიმრობა მიუსაჯეს

www.tzona.org

საქართველოდან გატაცებულ 3 მოქალაქეს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაცია ტაბულას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, ოკუპანტებმა დაკავებულ ვლადიმერ კანიაშვილს 1-თვიანი, ხოლო კახაბერ ნათაძესა და მამუკა ჩხიკვაძეს 2-თვიანი უკანონო პატიმრობა მიუსაჯეს

მამუკა ჩხიკვაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 12 დეკემბერს, ხოლო ვლადიმერ კანიაშვილი და კახაბერ ნათაძე 10 დეკემბერს დააკავეს.

სუს-ის ინფორმაციით, უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გააქტიურა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი ცხელი ხაზი. ინფორმაცია მიეწოდა საერთაშორისო პარტნიორებს და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.

კომენტარები