კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე ანტივაქსერებზე: ალბათ, დაკავშირებულია საშუალო განათლების დონესთან

მე ვფიქრობ, რომ კომუნიკაცია ყველამ დავაკელით, მათ შორის, მეც, ჩვენმა ინსტიტუტმაც. მე ყოველთვის თვითკრიტიკული ვარ და კი ბატონო, მეტი იყო საჭირო. მეორე, არ მოეწონებათ ახლა რასაც ვიტყვი, მაგრამ ალბათ, მაინც დაკავშირებულია ზოგადად, საშუალო განათლების დონესთან ქვეყანაში. სამწუხაროა, მაგრამ არის. ძლიერი ანტივაქსერული მოძრაობა სად არის, რომელ ქვეყნებში? სადაც, სამწუხაროდ, საშუალო დონე მოიკოჭლებს.

[...] მზადდება კორონავირუსის საწინააღმდეგო იმუნიზაციის ეროვნული ახალი გეგმა. წინა გეგმაში სამიზნე გვქონდა მოზრდილი მოსახლეობის 60% და ჩვენ გავალთ, დაახლოებით, 40%-ზე. ეს 40% არის ჯანმოს სამიზნე საშუალო განვითარების და ჩვენნაირი ეკონომიკური განვითარების ქვეყნებისთვის.

თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ფორმულას ეთერში. ქვეყანაში სრულად ვაქცინირებულია 1 069 324 ადამიანი, მოზრდილი მოსახლეობის 37.3%.

კომენტარები