Bloomberg-ის ცნობით, ევროკავშირის რამდენიმე წამყვანი ქვეყანა რუსეთისთვის უკრაინაში შეჭრის შესაძლებლობაზე საპასუხო სანქციების ჩქარა შედგენის წინააღმდეგია, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი უკან არ იხევს.
Bloomberg-ის ცნობით, გერმანიას, საფრანგეთს, იტალიასა და ესპანეთს ახლა მოსკოვთან მოლაპარაკებებზე ფოკუსირება სურთ, მანამ, სანამ დიდი ზიანის მიმყენებელი ეკონომიკური სანქციების შეადგენას დაიწყებენ. თუმცა, საპირისპიროდ, ზოგიერთი ქვეყანა სანქციების შედგენას ითხოვს, რადგან ეს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შემაკავებელ მექანიზმად მიაჩნიათ. Bloomberg-ის თქმით, მათ ინფორმაცია ამ საკითხების შესახებ მაღალი თანამდებობის ოფიციალურმა პირებმა და დიპლომატებმა ანონიმურად აცნობეს.
აზრთა სხვადასხვაობა საფრთხეს უქმნის რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის ერთობლივი, შეთანხმებული მოქედების შესაძლებლობას.
გასულ დღეებში პუტინს ცალ-ცალკე ესაუბრნენ აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი, ოლაფ შლუცი. ისინი მოსკოვს მძიმე ეკონომიკური სანქციებით დაემუქრნენ. Bloomberg-ის ანონიმური წყაროს ცნობით, სანქციები შეილება მოიცავდეს დიდი რუსული ბანკების დასავლური ფინანსური სისტემებიდან ჩამოშორებას ან გაზსადენი ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის შეჩერებას.
ნიდერლანდების, სკანდივაიის ქვეყნებისა და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების დიპლომატებმა ევროკომისას სთხოვეს მათთან ერთად განეხილათ რუსეთისთვის დასაწესებელი სანქციების სია, რაც შეიძლება ჩქარა, როგორც ამას Bloomberg-ი იუწყება.
Bloomberg-ის ცნობით, გერმანიას ეშინია, რომ სანქციების წინასწარი გაწერისა და შეთანხმების შემთხვევაში, შეიძლება დოკუმენტზე არსებული ინფორმაცია გაიჟონოს, რაც დასავლეთს რუსეთის წინააღმდეგ უიარაღოდ დატოვებს.
თუმცა, ხაზია გასმული, რომ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, ეს ქვეყნები უმოქმედოდ არ დარჩებიან.
უკრაინის საზღვრებთან, კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, ათიათასობით რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.
The Washington Post-ის ინფორმაციით, რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაზე 175 000-კაციან თავდასხმას გეგმავდეს.
"რუსეთის გეგმები ითვალისწინებს უკრაინაზე სამხედრო თავდასხმას 2022 წლის დასაწყისში, ორჯერ უფრო დიდი სამხედრო ძალით, ვიდრე ეს ბოლო გაზაფხულზე, უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ვარჯიშების დროს ვიხილეთ. გეგმა მოიცავს ბატალიონის 100 ტაქტიკური ჯგუფის ფართო მოძრაობას, სავარაუდოდ, 175 000 სამხედროს ჩართულობით, ჯავშანტექნიკით, არტილერიითა და აღჭურვილობით", – ანონიმურად თქვა Washington Post-თან აშშ-ს ოფიციალურმა პირმა.
უკრაინის დაზვერვის სამსახურის მეთაურმა, გენერალ-ბრიგადირმა კირილო ბუდანოვმა the Military Times-თან საუბარში თქვა, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინაში შეჭრას 2022 წლის იანვრის დასასრულისთვის, ან თებერვლის დასაწყისითვის აპირებს. შიშობენ, რომ თავდასხმა იგეგმება ბელარუსის ტერიტორიიდანაც.
ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.