ფულადი გზავნილები

ნოემბერში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი რუსეთიდან შემოვიდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2021 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 207.3 მლნ აშშ დოლარი (650.5 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 22%-ით (37.4 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2020 წლის ნოემბერის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ნოემბერში ყველაზე მეტი $34.4 მილიონის ფულადი გზავნილები რუსეთიდან შემოვიდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 8%-ით აღემატება.

გასულ თვეში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილები საქართველოში შემდეგი ქვეყნებიდან შემოვიდა:

  1. რუსეთი - $34.4 მილიონი
  2. იტალია - $32.1 მილიონი
  3. აშშ - $24 მილიონი
  4. საბერძნეთი - 19 მილიონი
  5. ისრაელი - 17 მილიონი
  6. გერმანია - 10.9 მილიონი
  7. ყაზახეთი - $9.3 მილიონი
  8. თურქეთი - $8.3 მილიონი
  9. უკრაინა - $7.5 მილიონი
  10. აზერბაიჯანი - $7.2 მილიონი

მიმდინარე წლის ნოემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 31.8 მლნ აშშ დოლარი (99.7 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2020 წლის ნოემბერის (21.9 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 45.3%-ით მეტია.

კომენტარები