NATO-რუსეთი

კოლომინა: ჩვენ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგული ვართ

ხავიერ კოლომინა

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე პოლიტიკური საკითხებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით და სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა სოციალურ ქსელ Twitter-ზე NATO-ს მინისტრთა გამოხმაურებას ეთანხმება და ამბობს, რომ ისინი 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგული რჩებიან.

"რუსეთს სურს უკრაინისა და საქართველოს მსგავს ქვეყნებს საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილებები უბრძანოს. როგორც ცოტა ხნის წინ, რიგაში NATO-ს მინისტრებმა აღნიშნეს, ჩვენ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგულები ვართ", – წერს კოლომინა. 

გასულ დღეებში რუსეთის ფედერაციამ NATO-ს მოსთხოვა უკან წაეღო 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დაპირება, რომ საქართველო და უკრაინა აუცილებლად გახდებოდნენ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები. 

რუსეთის ეს მოთხოვნა NATO-ს მხარემ დაგმო.

კომენტარები