კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე ანტივაქსერებზე: ერთერთი მამაო სოციალურ ქსელში პირდაპირ მაგინებს დედას

ნამდვილად არ მაქვს მათ [ანტივაქსერების] მიმართ აგრესია. ისინიც პაციენტები არ არიან, ჯანმრთელი ხალხია და ღმერთმა ჯანმრთელობა მისცეთ. მაგრამ მოგეხსენებათ, როცა ექიმი ხარ და ჰიპოკრატეს ფიცს დებ, იქ შეიძლება მტერი შეგხვდეს შენი პაციენტად. მე თვითონ სოციალურ ქსელში პირადად არ ვარ აქტიური და ჩემი თანამშრომლები, ჩემი ჯგუფი საკომუნიკაციო მიგროვებს და ყოველ დღე, დღეში ორჯერ მაქვს ინფორმაცია. დღეს ახლა, არ დავასახელებ, ერთერთი მამაო პირდაპირ ქსელში მაგინებს დედას. ახლა, ქართველისთვის დედის შეგინება, ნუ, თან მამაოსგან. მოვისმინე, ყველაზე დიდი ინსტიტუციაა ქვეყანაში... მე შარშან ძალიან ბევრჯერ შევხვდი მის უწმინდესობას. ბევრჯერ მეუფეებს შევხვედრილვარ და მათთან გვქონდა ჩვენ განხილვები. რა თქმა უნდა, ეგ არაა მათი პოზიცია, მაგრამ მაინც მოგხვდება ხო გულზე. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე იმედის ეთერში. 

კომენტარები