კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 36 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 2 922 ახალი შემთხვევა, ჩატარდა 35 841 ტესტი

Covid 19-ით კიდევ 36 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 35 841 ტესტი და დადასტურდა 2 922 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 4 999 პაციენტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 8.15%, ბოლო 14 დღის - 7.88%, ხოლო ბოლო 7 დღის - 7.42%.

ინფიცირების 2 922 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 380 შემთხვევა, აჭარა - 162, იმერეთი - 481, ქვემო ქართლი - 178, შიდა ქართლი - 171, გურია - 81, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 185, კახეთი - 149, მცხეთა-მთიანეთი - 60, სამცხე-ჯავახეთი - 51, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 24.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 43 854 საიდანაც, 6 142 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში,  ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 554 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 321 პირი.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 889 286 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 832 675 პაციენტი და გარდაიცვალა – 12 731.


ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა მწვანე ბარათების სისტემა.

კომენტარები