დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

კულება: მზად ვართ რუსეთთან დათმობაზე, მაგრამ არ დავთმობთ მას, რაც ჩვენთვის ფუნდამენტურია

რისი მიღწევაც ახლა რუსეთს სურს, არის ორი რამ, გამოსცადოს მთელი დასავლეთის ძალა და ერთიანობა. ეს მხოლოდ უკრაინას არ ეხება, უფრო ფართო თემაა. 

თუ ვინმე ამბობს, "მოდი პუტინს რამე მივცეთ, რათა შევაკავოთ", კითხვა ისაა, თუ სადამდე უნდა წავიდეთ პუტინთან დათმობაზე. ეს გამოცდილება ევროპაში, მეორე მსოფლიო ომამდე გვქონდა. პოლიტიკოსები იგივე ლოგიკას მიყვებოდნენ: "მოდი რამე დავუთმოთ", "მოდი შევაჩეროთ", "მოდი კმაყოფილი დავტოვოთ". მაგრამ ამით ვერ შეაჩერეს. ამ ლოგიკას აღარ უნდა გავყვეთ. ცხადად უნდა მოვახდინოთ დემონსტრაცია, რომ მთელი დასავლეთი ძლიერი და ერთიანია და რუსეთის შეკავება საკუთარ პრინციპებზე კომპრომისებზე წასვლის გარეშე შეუძლია.

ჩვენ კონსტრუქციულები ვართ და მზად ვართ წავიდეთ დათმობაზე, თუ რუსეთის მხრიდან ამაზე კეთილგანწობა იქნება, მაგრამ ჩვენ არ წავალთ ისეთ დათმობებზე, რაც უკრაინის სახელმწიფოს განვითარებისთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, როგორიცაა ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. მოთხოვნები გონივრული და ლეგიტიმური უნდა იყოს. რუსეთის მოთხოვნა, უკრაინამ მიატოვოს საკუთარი საგარეო პოლიტიკა, არალეგიტიმურია. რუსეთის მოთხოვნა, უკრაინამ NATO-ში ინტეგრაცია რუსეთთან შეათანხმოს ან მიატოვოს, არის არალეგიტიმური. არჩევანს მხოლოდ უკრაინელი ხალხი გააკეთებს.

ისაუბრა რუსეთის საფრთხესთან დაკავშირებით უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ SkyNews-ის ეთერში.

კომენტარები