ალტ-ინფო

ვოლსკი ALT-INFO-ზე: მე არ დავარეგისტრირებდი, მაგრამ გერმანიაშიცაა რადიკალური მემარჯვენე პარტიები

მე, მაგალითად, არ დავარეგისტრირებდი, იმიტომ რომ ჩემი კრედო - პოლიტიკური შეხედულება განსხვავდება, მაგრამ გერმანიაშიც არის რადიკალური მემარჯვენე ხასიათის პარტიები. პოლიტიკა იმაში მდგომარეობს, რომ არ მისცე რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ან გაერთიანებას საფუძველი იმოქმედოს იატაკქვეშეთში. 

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი. საჯარო რეესტრმა პუტინისტური მედიის დამფუძნებლების მიერ შექმნილი პარტია – კონსერვატიული მოძრაობა დაარეგისტრირა. პარტიის თავმჯდომარე ზურაბ მახარაძეა, გენერალური მდივანი კი გიორგი ქარდავა.

კომენტარები