ალტ-ინფო

საჯარო რეესტრმა ალტ-ინფოს პარტია დაარეგისტრირა

ტაბულა

საჯარო რეესტრმა პუტინისტური მედიის დამფუძნებლების მიერ შექმნილი პარტია – კონსერვატიული მოძრაობა დაარეგისტრირა. პარტიის თავმჯდომარე ზურაბ მახარაძეა, გენერალური მდივანი კი გიორგი ქარდავა.

26 ნოემბერს საჯარო რეესტრმა ალტ-ინფოს პარტიის რეგისტრაცია შეაჩერა, თუმცა საქმის წარმოება გაგრძელდა და რეესტრმა ის დღეს, 7 დეკემბერს დაარეგისტრირა.

20 ნოემბერს, პუტინისტურმა, ძალადობრივმა დაჯგუფება ალტ-ინფომ, პოლიტიკური პარტია, კონსერვატიული მოძრაობა დააფუძნა. პარტია ლელოს ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა დაწერა, რომ  თუ იუსტიციის სამინისტრო პარტიას დაარეგისტრირებდა, ის და მისი კოლეგები სასამართლოსგან მოითხოვდნენ პარტიის გაუქმებას. 

ალტ-ინფო არის პლატფორმა, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა 5-6 ივლისის ძალადობების წაქეზებასა და მათ გამართლებაში. ასევე, ალტ-ინფოს ერთ-ერთი დამფუძნებელი, ზურაბ მახარაძე იყო ერთ-ერთი, ვინც პრაიდის კვირეულის პირველ დღეს, 2 ივლისს გამართულ კონტრაქციას ხელმძღვანელობდა. ამას გარდა, ის პარლამენტის წინ აღმართული "ჯვრის დაცვის" აქციაზე, 9 ივლისს გამოდიოდა ძალადობისკენ მოწოდებებით. 

კომენტარები