რუსეთი-ინდოეთი

რუსეთმა და ინდოეთმა სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმეს

ვლადიმირ პუტინი და ნარენდრა მოდი

რუსეთის ფედერაციამ და ინდოეთმა სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმეს. შეთანხმებას ხელი მოაწერეს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ და მისმა ინდოელმა კოლეგამ, რაჯნატჰ სინგჰმა. შეთანხმება ე.წ. 2+2-ის ფორმატის ფარგლებში მოხდა და მასში მონაწილეობა მიიღეს საგარეო საქმეთა მინისტრებმაც, სერგეი ლავროვმა და სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარმა. 

როგორც რუსული მედია იუწყება, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეთანხმების ფარგლებში საუბარია სამხედროების ურთიერთმოქმედებებზე, ასევე სამხედრო შეიარაღების მიწოდებასა და წარმოებაზე. 

ასევე, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ინდოეთში თავადაც ჩავიდა, რათა ინდოეთის პრემიერმინისტრ ნარენდრა მოდისთან მოლაპარაკება გამართოს. ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს შეხვდნენ და საუბრების დაწყებას აპირებენ. 

მოდი და პუტინი შეხვედრის დროს აპირებენ განიხილონ სამხედრო და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები, ასევე ინდოეთში რუსული ვაქცინა სპუტნიკის წარმოების შესაძლებლობა. 

კომენტარები