ელექტრომომარაგების შეზღუდვა

თბილისის 70-ზე მეტი ქუჩა, რომელსაც 7 დეკემბერს ელქტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 7 დეკემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის  გამზირის, ვაშლიჯვრის დასახლების, გელოვანის გამზირის, სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდგორის, პეტრიწის, პეტრე სარაჯიშვილის, გოძიაშვილის,  ლიხაურის, კოსტავას, ფანასკერტელ-ციციშვილის, მიხეილ თამარაშვილის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების და ბახტრიონის ქუჩების მოსახლეობას.

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, საირმის  გორის, საირმის, შმიდტის, ბურძგლას და გურამ ტატიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

14:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III მიკრორაიონის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, მეფე მირიანის და ალექსანდრე მაჭავარიანის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ბადიაურის, ნიკოლოზ იზაშვილის, სართიჭალის, ავთანდილ კვეზერელი-კოპაძის, ხერხეულიძის, წურწუმიას, ქურხულის, ახმეტის, ირბახის, დედოფლისწყაროს, თელავის, ალიხანიანის, ბოროდინის, გურჯაანის, მარტყოფის, მახათას, მთავარანგელოზის, ნასაკირალის, სევანის, კონსტანტინე ერისთავის, ფაღავას, გონაშვილის, ცისკრის, ვარდისუბნის, ავლაბრის, არმაზის, ვახტანგ მეექვსეს და ლადო მესხიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), რაფიელ აგლაძის, ალექსი გოგოლაურის, სამტრედიის, ხოშარაულის და კოროშინაძის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იუმაშევის და ჭირნახულის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის, ვლადიმერ ნანეიშვილის, ხევძმარის, ანგია ბოჭორიშვილის, ქერჩის, ფორე მოსულიშვილის და მარატ ნოზაძის ქუჩების მოსახლეობას.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები