ენმ

"რეჟიმის პარანოია გრძელდება" – ე.წ გადატრიალების საქმეზე მელიას სუს-ში გამოკითხვაზე იბარებენ

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას ინფორმაციით, "კონკრეტული განცხადებების ირგვლივ" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იბარებენ. მელია სოციალურ ქსელში უწყების წარმომადგენლის შეტყობინებების ფოტოებს ავრცელებს.

"რეჟიმის პარანოია გრძელდება. სიამოვნებით ჩავიბარებ უწყებას და პირადად, დეტალურადაც მოგიყვებით როგორ დასრულდება ივანიშვილის რეჟიმი – მაგას რომ ხედავდე, ნოსტრადამუსობა ნამდვილად არაა საჭირო..

პ.ს. ამ ბატონს წარმოებაში სახელმწიფო გადატრიალების საქმე აქვს". – წერს მელია.

ენმ-ს ლიდერი, ხატია დეკანოიძე წერს, რომ ე.წ სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე მორიგი სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო.

ტაბულა საქმესთან დაკავშირებით დამატებითი დეტალების მისაღებად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა და პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

კომენტარები