კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე უვადო მწვანე პასპორტზე: მნიშვნელოვანია მოქალაქეების ფსიქო-ემოციური მდგომარეობა

მე ვარ სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი და ჯანდაცვის მინისტრი და რა თქმა უნდა ჩემი მიდგომები ყოველთვის არის მაქსიმალურად მკაცრი და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ჩემი რეკომენდაცია 100%-ით უნდა იყოს გათვალისწინებული. ეს არის აბსოლუტური ნორმა და ამაში მე ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. ეს არის პირიქით, აბსოლუტურად ჯანმრთელი ურთიერთობები. მე ასევე გამოვრიცხავ პოლიტიკურ მდგენელს, ვინაიდან ჩვენ გადაწყვეტილებებს ვიღებთ მოსახლეობის ჯანმრთელობის სასიკეთოდ და არა მხოლოდ. ვითვალისწინებთ ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას და იმ სოციალურ მდგომარეობას, რომელიც 2 წლის მანძილზე ჩვენს ქვეყანას და არამხოლოდ ჩვენს ქვეყანას საკმაოდ მძიმე ტვირთად ადევს. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ფაქტორი იყოს თანაბრად გათვალისწინებული. 

მნიშვნელოვანი არის ჩვენი მოქალაქეების ფსიქო-ემოციური მდგომარეობა და ის რეზისტენტობა, რომელიც ჩამოყალიბდა ამ დაღლის ფონზე, რომელიც ჩვენ უკვე 2 წელიწადია გვაქვს პანდემიიდან გამომდინარე. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ახალი რეგულაცია მეტად უფრო ლოიალურად თანაბრად და სწორად იყოს ადამიანებზე მიწოდებული, რათა არ იყოს ის რეზისტენტობა, რომელიც პროცესს მეტად უფრო ავნებს, ვიდრე ხელს შეუწყობს განვითარებაში, სწორედ ეს გახლავთ მსჯელობის საგანი, რომელიც არის ხოლმე საბჭოზე. 

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში კიტხვაზე, რატომ არის საქართველოში 2 კოვიდ პასპორტი. 

1 დეკემბრიდან საქართველოში მწვანე პასპორტების სისტემა ამოქმედდა. ე.წ მწვანე ბარათის აღება შეუძლია ყველას, ვინც არის ორჯერ აცრილი ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. გარდა ამისა, მოქალაქეებს 72-საათიანი მწვანე სტატუსი მიენიჭებათ PCR ტესტის ჩატარების შემთხვევაში, ხოლო 24-საათიანი - ანტიგენის სწრაფი ტესტის ჩატარებისას.

რა განსხვავებაა Georgia E Health-სა და CovidPass Georgia-ს შორის ნახეთ აქ. 

კომენტარები