კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: არ გამოვრიცხავ, გამკაცრდეს ყველა ღონისძიება, რომელიც ეხება მწვანე პასპორტს

საქართველოს მთავრობა / Facebook

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, არ არის გამორიცხული, მწვანე პასპორტთან დაკავშირებული ღონისძიებები გამკაცრდეს. ამის შესახებ მან საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში ისაუბრა და აღნიშნა, რომ საკოორდინაციო საბჭო გადაწყვეტილებას სამშაბათს, 7 დეკემბერს მიიღებს. 

ტიკარაძის თქმით, საკოორდინაციო საბჭომ იმსჯელა PCR ტესტის ვალიდურობის შემცირებაზე 72-დან 48 საათამდე, რადგან ქვეყანა ახალი შტამისთვის ემზადება. მისივე თქმით, ახალი შტამის გამოვლენის შემთხვევაში, ჯანდაცვის სამინისტრო კონტროლსა და რეკომენდაციების აღსურლებას მნიშვნელოვნად გაამკაცრებს. 

" შეიკრიბა კოვიდსაბჭო, რომელიც მოქმედებს ჯანდაცვის სამინისტროში და რომელიც განიხილავს ვაქცინაციის ეფექტურობის და ასევე გეგმის შესახებ გარკვეულ სტრატეგიებს. ასევე ტესტირებასთან მიმართბით ვიმსჯელეთ, თუ რომელი ტესტირება იქნებოდა ახალი შტამის პირობებში მეტად ეფექტიანი. დავრჩებით სწრაფ ტესტებზე თუ მხოლოდ პისიარ ტესტი იქნება მისაღები იმისათვის რომ ადამიანი იქნეს მწვანედ აღიარებული.

ასევე ტესტირების ვადებზე იყო საუბარი, რადგან მსოფლიოში უკვე საუბრობენ იმაზე რომ 72 საათიანი ვალიდურობა შეიძლება არ იყოს საკმარისი ახალი შტამის შემთხვევაში და ეს დრო იქნეს დათქმული 48 საათად. საბჭომ იმსჯელა ამასთან დაკავშირებით, ჩვენი პროფესიონალები და ექსპერტები მოამზადებენ გარკვეულ დასკვნას, რომელსაც სამშაბათს წარვადგენთ საბჭოზე და მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებებს, და მე არ გამოვრიცხავ, რომ მნიშვნელოვნად გამკაცრდეს ყველა ის ღონისძიება, რომელიც შეეხება მწვანე პასპოტს და ასევე სხვა აღსრულების მექანიზმებს".- ამბობს ტიკარაძე. 

1 დეკემბრიდან საქართველოში მწვანე პასპორტების სისტემა ამოქმედდა. ე.წ მწვანე ბარათის აღება შეუძლია ყველას, ვინც არის ორჯერ აცრილი ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. გარდა ამისა, მოქალაქეებს 72-საათიანი მწვანე სტატუსი მიენიჭებათ PCR ტესტის ჩატარების შემთხვევაში, ხოლო 24-საათიანი - ანტიგენის სწრაფი ტესტის ჩატარებისას.

რა განსხვავებაა Georgia E Health-სა და CovidPass Georgia-ს შორის ნახეთ აქ. 

კომენტარები