კორონავირუსი საქართველოში

კულუმბეგოვი მწვანე პასპორტზე: ვისურვებდი საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც ამოქმედდეს

ის რეალური შედეგი, რაც ახლა არსებობს, რაც ძალიან სავალალო და ტრაგიკულია ჩვენი ქვეყნისთვის, გამომდინარეობს იმ მოცემულობიდან, რაც ქვეყანაშია. ერთი მხრივ, მწვანე პასპორტები, რომელიც დღეს ამოქმედდა, გვაძლევს იმის იმედს, რომ იმ სივრცეებში, სადაც ინფექცია ყველაზე ხშირად ტრიალებს და გენერირდება, უფრო მეტად იქნება გაკონტროლებული, თუმცა ვისურვებდი, რომ მწვანე პასპორტების მოქმედების არეალი უფრო ფართო იყოს. ის იყოს საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ასევე მოეთხოვებოდეს იქ დასაქმებულ ადამიანებს, სადაც არის კვების ობიექტები, თუნდაც მაღაზიები და ა.შ. ამიტომ, ვფიქრობ, ეს იქნება შემდგომი ნაბიჯი, რადგან სხვანაირად ეპიდემიაზე მწვანე პასპორტების გავლენა ისეთი თვალსაჩინო ვერ იქნება.

საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ალბათ უნდა გავრცელდეს. მესმის, რომ ამას შეიძლება, ტექნიკური სირთულე ახლდეს თან. არ არის აუცილებელი, ამაზე ყველა მგზავრი იყოს შემოწმებული, უბრალოდ ადამიანებს უნდა ვუთხრათ, რომ ჩვენ ტრანსპორტში დავუშვებთ მხოლოდ მწვანე პასპორტის მქონე მოქალაქეებს, ამიტომ, რაც უფრო სწრაფად განხორციელდება ეს, ეპიდემიოლოგურ სიტუაციას წაადგება.

    ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. 

    პირველი დეკემბრიდან, საქართველოში მწვანე პასპორტების სისტემა ამოქმედდა. ე.წ მწვანე ბარათის აღება შეუძლია ყველას, ვინც არის ორჯერ აცრილი ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.

     

    კომენტარები