კორონავირუსი საქართველოში

ჯაფარიძე მწვანე პასპორტზე: დღეიდან ორად გავიყავით, ცილიანებად და უცილოებად

დღეიდან ორად გავიყავით იმის მიხედვით თუ ვის აქვს რაღაც ცილა სისხლში და ვის არ აქვს.

სისხლში ცილის მქონეთა ნაწილი, რომელიც ჯამში ქვეყანაში უმცირესობაა, უკრძალავს სისხლში ცილის სავარაუდოდ არ მქონეებს (კაცმა არ იცის), რომლებიც ჯამში ქვეყანაში უმრავლესობაა, რესტორანში შესვლას ისე რომ არაფერს ეკითხება რესტორნის მეპატრონეს.

ცილა რომ გაქვს, ამის დასადასტურებლად სპეციალური პასპორტი შექმნეს.

ცილიანების მნიშვნელოვან ნაწილს ეს რეალობა ჰგონია ნორმალური, რადგან ისეთი შეშინებულია, რომ ამაზე ბევრად უარესზეცაა წამსვლელი სხვა ადამიანებთან მიმართებაში.

ცილიანების განსაკუთრებულად გამორჩეულ ნაწილს სჯერა, რომ უცილოებს სხვის რესტორანში შესვლის აკრძალვით უბიძგებს გახდეს ცილიანი, რომ ისევ თვითონ იგრძნოს თავი უსაფრთხოდ.

ცილიანების იგივე ნაწილს, რომელმაც მისცა ლეგიტიმაცია ხელისუფლების მხრიდან ძალაუფლების ასეთ გამოყენებას და ადამიანების ასეთ სეგრეგაციას, მერე უკვირს იგივე ხელისუფლება, იგივე ძალაუფლებით რაკამ რომ აყენებს და წელის სულ უფრო ჩაზნექას აიძულებს წლიდან წლამდე.

წერს გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე საქართველოში მწვანე პასპორტების ამოქმედებასთან დაკავშირებით. 

დღეიდან, პირველი დეკემბრიდან, საქართველოში მწვანე პასპორტების სისტემა ამოქმედდა. ე.წ მწვანე ბარათის აღება შეუძლია ყველას, ვინც არის ორჯერ აცრილი ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.

კომენტარები