შვედეთი

შვედეთის პირველი ქალი პრემიერმინისტრი თანამდებობის დატოვების შემდეგ პოსტს კვლავ დაუბრუნდა

მაგდალენა ანდერსონი

შვედეთის პირველი ქალი პრემიერმინისტრი, მაგდალენა ანდერსონი თანამდებობის დატოვებიდან რამდენიმე დღეში პოსტს კვლავ დაუბრუნდა. ის ერთპარტიულ მთავრობას შემდეგი წლის სექტემბრის არჩევნებამდე უხელმძღვანელებს.

29 ნოემბერს ჩატარებულ საპარალამენტო კენჭისყრაზე ანდერსონს მხარი 173 პარლამენტარმა დაუჭირა. 101-მა მის წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 75-მა თავი შეიკავა.

მაგდალენა ანდერსონი პრემიერმინისტრის თანამდებობაზე პარლაემნტმა გასულ კვირას, 24 ოქტომბერს დაამტკიცა, თუმცა ანდერსონი რამდენიმე საათში გადადგა. პრემიერმინისტრის პოსტი მან მას შემდეგ დატოვა, რაც პარლამენტმა მის მიერ წარდგენილი ბიუჯეტი არ მიიღო და ანდერსონის სამთავრობო კოალიცია ერთ-ერთმა პარტიამ დატოვა.

ანდერსონის წამოყენებული ბიუჯეტის ნაცვლად პარლამენტმა ოპოზიციის წარდგენილი ბიუჯეტი მიიღო. ოპოზიციის ბიუჯეტის შემუშავების პროცესში მონაწილეობდა უკიდურესად მემარჯვენე, ნაციონალისტური პარტია შვედი დემოკრატები. რაც მიუღებელი აღმოჩნდა მწვანეთა პარტიისთვის და პარტიამ სამთავრობო კოალიცია დატოვა.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტის მიერ ანდერსონის თანამდებობაზე დამტკიცების მიუხედავად, მას საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა არ ჰქონია. პარლამენტის 349 წვრიდან 174-მა მის წინააღმდეგ მისცა ხმა, 117-მა მხარი დაუჭირა, ხოლო 57-მა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. შვედეთის კანონმდებლობით პრემიერმინისტრის პოსტზე დასამტკიცებლად საკმარისია, რომ მის წინააღმდეგ უმრავლესობამ არ მისცეს ხმა.

მაგდალენა ანდერსონი სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარეა. მთავრობის მეთაურად მის დამტკიცებამდე მემარცხენე ოპოზიციური პარტიისგან მხარდაჭერის მოსაპოვებლად მან ბოლო წუთებში მიაღწია შეთანხმებას მოსახლეობისთვის პენსიების გაზრდის პირობის სანაცვლოდ.

კომენტარები