სტოკჰოლმში, ცარიელი, ორსართულიანი ავტობუსი ხალხს შეეჯახა - მომხდარის შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, 3 ადამიანი.
არსებული ინფორმაციით, ინციდენტი პარასკევ საღამოს მოხდა, რის შედეგად დაღუპულთა გარდა, კიდევ რამდენიმე პირმა მიიღო დაზიანება - ამ დროისთვის, ზუსტი მაჩვენებელი უცნობია, პოლიცია ასევე არ ასახელებს დაღუპულთა სქესსა და ასაკს.
როგორც გამოცემა Deutsche Welle და CNN-ი წერს, მძღოლი პოლიციამ ადგილზე დააკავა, ხოლო მომხდარზე გამოძიება "უნებლიე მკვლელობის" მუხლით მიმდდინარეობს.





