შვედეთი

მაგდალენა ანდერსონი შვედეთის პირველი ქალი პრემიერმინისტრი გახდა

მაგდალენა ანდერსონი

24 ნოემბერს შვედეთის პარლამენტმა მაგდალენა ანდერსონი პრემიერმინისტრის პოსტზე დაამტკიცა. ანდერსონმა თანამდებობაზე სტეფან ლოვენი ჩაანაცვლა. მაგდალენა ანდერსონი შვედეთის პირველი ქალი პრემიერმინისტრი იქნება. მანამდე ის ფინანსთა მინისტრი იყო.

ანდერსონი სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარეა. მთავრობის მეთაურად მის დამტკიცებამდე მემარცხენე ოპოზიციური პარტიისგან მხარდაჭერის მოსაპოვებლად ბოლო წუთებში მიაღწია შეთანხმებას მოსახლეობისთვის პენსიების გაზრდის პირობის სანაცვლოდ. ანდერსონმა ასევე კოალიციური პარტნიორების მწვანეთა პარტიის და შვედეთის ცენტრის პარტიის მხარდაჭერა მოიპოვა.

შვედეთის პარლამენტის 349 წვრიდან 174-მა მის წინააღმდეგ მისცა ხმა, 117-მა მხარი დაუჭირა, ხოლო 57-მა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. შვედეთის კანონმდებლობით პრემიერმინისტრის პოსტზე დასამტკიცებლად საკმარისია, რომ მის წინააღმდეგ უმრავლესობამ არ მისცეს ხმა.

მაგდალენა ანდერსონმა პოლიტიკური კარიერა 1996 წელს დაიწყო. ის მაშინდელი პრემიერმინისტრის გორან პერსონის მრჩეველი იყო. ბოლო შვიდი განმავლობაში ის ფინანსთა მინისტრი იყო.

კომენტარები