შვედეთის პროკურატურის ცნობით, 30 აპრილს ქალაქ უფსალაში 16 წლის პირი დააკავეს, რომელიც სილამაზის სალონში 3 ადამიანის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.
შემთხვევა 29 აპრილს, ვალპურგის საგაზაფხულო ფესტივალის ღამეს მოხდა, როდესაც უფსალაში დიდი რაოდენობით ხალხი იყო შეკრებილი
"მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება. ამჟამად ვაგროვებთ ინფორმაციას, პოლიცია კარდაკარ იძიებს შემთხვევას და კითხავს მოწმეებს". - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
უწყების ცნობით, მიმდინარეობს მობილური ტელეფონებისა და ამოღებული მასალის ანალიზიც.
პოლიციის განცხადებით, ინციდენტი, სავარაუდოდ, იზოლირებული შემთხვევაა და არ უკავშირდება ვალპურგის ღამის მასშტაბურ დღესასწაულს.





