შვედეთი

შვედეთმა ცივი ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური სამხედრო შეიარაღების გეგმა წარადგინა

შვედეთის მთავრობამ ცივი ომის შემდეგ ქვეყნის ყველაზე მასშტაბური სამხედრო შეიარაღების გეგმა გამოაცხადა, რომლის მიზანიც ევროპაში შეცვლილი უსაფრთხოების გარემოს ფონზე ეროვნული თავდაცვის გაძლიერებაა.  

"შვედეთის თავდაცვის ბიუჯეტი უკვე აჭარბებს NATO-ს 2%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ჩვენი მიზანია, რომ ჰააგის ნატოს სამიტზე უფრო მაღალი მიზნის დაისახოს და ამისთვის ჩვენ ჩვენს წვლილს ვაკეთებთ" - წერია შვედეთის პრემიერმინისტრის განცხადებაში .  

განცხადების მიხედვით, შვედეთი და ევროპა სრულიად ახალი უსაფრთხოების გარემოს წინაშე დგანან.  

ახალი სტრატეგიის თანახმად, შვედეთი 2030 წლისთვის თავდაცვის ბიუჯეტს მშპ-ის 3.5%-მდე გაზრდის, რაც არსებულ დონესთან შედარებით მნიშვნელოვანი ზრდაა. გეგმა დაახლოებით 300 მილიარდი შვედური კრონის ($28 მილიარდი) ოდენობის სესხით დაფინანსებულ ინვესტიციას მოიცავს.

კომენტარები