რეკლამა

(რ) რა უნდა ვიცოდეთ ბეკოს მაცივრებზე

ბეკო საყოფაცხოვრებო ტექნიკის ერთ-ერთი უმსხვილესი, წამყვანი ევროპული ბრენდია,  რომელიც გლობალურად, მსოფლიოს 140-ზე მეტ ქვეყანაში არსებობს.

კომპანიის მოწყობილობები, დღესდღეობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა მაღაზიაში იყიდება. ეს მოიცავს როგორც ტექნიკის საცალო ვაჭრობას, ასევე, რეგიონალურ საცალო და მცირე ადგილობრივ მაღაზიებს.   Beko აწარმოებს პროდუქტებს ორი ძირითადი მიმართულებით, ესენია:  სამზარეულოს ტექნიკა და  სარეცხისა და საშრობების ხაზი. რაც შეეხება სამრეცხაო ტექნიკას, ბეკო გთავაზობთ მხოლოდ ორი სხვადასხვა სარეცხი მანქანის მოდელს და ორ განსხვავებულ საშრობს. ეს იმას ნიშნავს, რომ კომპანია მეტად ორიენტირებულია სამზარეულოს ტექნიკის ხაზზე. 

რაც შეეხება  კონკრეტულად მაცივრებს, Beko-ს შემოთავაზებები რამდენიმე ძირითადი თვალსაზრისით გამოირჩევა, რასაც მოცემულ სტატიაში მიმოვიხილავთ. 

არის თუ არა ბეკო სანდო ბრენდი ? 

მოგეხსენებათ, საიმედოობა და სანდოობა,  ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ნებისმიერი ახალი საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენისას. შესაბამისად, ბეკოს, როგორც სანდო ბრენდის საკითხიც, გადამწვეტ როლს თამაშობს. განსაკუთრებით, როდესაც საქმე თქვენს მაცივარს ეხება.  მასთან დაკავშირებული მცირე ხარვეზიც კი შეიძლება პრობლემური აღმოჩნდეს თქვენი ოჯახისთვის. 

საბედნიეროდ, ბეკოს მაცივრები ძალიან საიმედოა. კომპანიას ჰქონდა პრობლემები რამდენიმე ძველ მოდელთან დაკავშირებით. საბედნიეროდ, ეს ხარვეზები დიდი ხანია გამოსწორდა. ტოპ მიმოხილვის საიტებსა და მომხმარებელთა გამოცდილებაზე დაყრნობით,  შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ Beko-ს უახლესი მაცივრები საკმაოდ საიმედოა და არ აქვთ რაიმე ფართოდ გავრცელებული პრობლემა. რამდენიმეწლიანი გამოყენების შემდეგაც კი, მომხმარებელთა მიმოხილვები აჩვენებს, რომ საიმედოობა ბეკოს მაცივრების მნიშვნელოვანი უპირატესობაა.

სად აწარმოებენ ბეკოს ტექნიკას ? 

თავად ბეკო, რომელიც დაფუძნებულია დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში, ეკუთვნის საყოფაცხოვრებო ტექნიკის ერთ-ერთი უდიდეს ევროპულ ბრენდ Arçelik-ს.  Arçelik-ის შტაბ-ბინა მდებარეობს თურქეთში. Euromonitor International-ის მონაცემებით, Beko არის N1 ყველაზე გაყიდვადი მსხვილი ტექნიკის ბრენდი დიდ ბრიტანეთში. ბეკოს თქმით, დიდ ბრიტანეთში, ყოველი ოთხი ოჯახიდან ერთს, აქვს კომპანიის ერთ-ერთი მოწყობილობა მაინც.

ბეკოს მაცივრები გამოირჩევა შესანიშნავი დიზაინითა და კლიმატის კონტროლის მრავალფეროვანი ფუნქციებით.

მიზეზები, რატომ შეიძლება შეაჩეროთ არჩევანი ბეკოს მაცივრებზე

  • Beko-ს მაცივრების უმეტესობას, გააჩნია შემდეგი სტანდარტული მახასიათებლები:
  • NeoFrost Dual Cooling ტექნოლოგია იყენებს ცალკე გამაგრილებელ ელემენტს საყინულესა და მაცივარში, ტემპერატურის ოპტიმალური კონტროლისა და სუნის უკეთესი გადაცემისთვის.
  • EverFresh + ინარჩუნებს საკვებს სამჯერ მეტ ხანს (ხშირად, 30 დღემდე) ტემპერატურისა და ტენიანობის ზუსტი კონტროლის წყალობით.
  • Active Fresh Blue Light იმეორებს ფოტოსინთეზის ბუნებრივ პროცესს, რათა შეინარჩუნოს ვიტამინებითა და საკვები ნივთიერებებით სავსე ხილი და ბოსტნეული.
  • გამოირჩევა კომპაქტური, ჩასაშენებელი სტილის და მზა პანელის მქონე მაცივრებით. 

ბეკოს ჩასაშენებული მაცივრები  მთლიანად ერწყმის სამზარეულოს ინტერიერსისინი რამდენიმე კატეგორიის არსებობსერთი ნაწილი, მთლიანად შედის კარადის სიღრმეში, მაცივარი სპეციალური კარით იკეტება, თვალსაჩინოა მხოლოდ ტემპერატურული მონაცემები და სხვა ინდიკატორები. შესაძლებელია მაცივრის მართვა გარედან, კარის გაღების გარეშე.

სხვა ტიპის ჩასაშენებელ მაცივრებში კი შესაძლებელია მაცივრის გარე პანელი მთლიანად ჩანდეს. არსებობს ჩასაშენებელი მაცივრების რამდენიმე სხვადასხვა ზომა- დიდგაბარიტიანი, საშუალო და მცირე, რაც დამოკიდებულია სამზარეულოს დიზაინსა და ინტერიერზე

მზა პანელების მქონე მაცივრები, რომელთა კარები სპეციალური  კარადის პანელით იხურება, საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა.  Beko კი  შედარებით ხელმისაწვდომ ჩაშენებულ მაცივრებს აწარმოებს

  • გამოირჩევა მოწინავე ტექნოლოგიით 

ორმაგი აორთქლება, სრული გაფართოების უჯრები, საკვების შენახვის მოწინავე ტექნოლოგია და ბევრი სხვა ფუნქცია, რომლებსაც შესაძლოა მხოლოდ ძალიან ძვირი მაცივრისგან ელოდეთ, ბეკო, ამ ყველაფერს, ხელმისაწვდომ ფასად გთავაზობთ.   

- როგორ შევიძინოთ მაცივარი?

თუკი მაცივრის განახლება გადაწყვიტეთ, უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე ფაქტორი, რომელიც მის შერჩევაში დაგეხმარებათ:

  1. სწორად განსაზღვრეთ ზომები - მაცივრის შეძენამდე, აუცილებლად გაზომეთ ის სივრცე(კუთხე), სადაც მის მოთავსებას გეგმავთ. მითუმეტეს, თუკი ჩასაშენებელი მაცივრის ყიდვა გაქვთ გადაწყვეტილი.
  2. შეარჩიეთ სასურველი დიზაინი - ზედა საყინულე, ქვედა საყინულე, ფრანგული კარი (სამი ან ოთხკარიანი), ჩაშენებული, ცალკე მდგომი საყინულე - Beko გთავაზობთ მრავალფეროვან მოდელებს, თქვენთვის სასურველი ზომისა და სტილის მოთხოვნების შესაბამისად.

3. კლიმატის კონტროლი - უახლეს მაცივრებს აქვთ ტექნოლოგია, რომელიც ზუსტად აკონტროლებს ტემპერატურას (საშუალებას გაძლევთ შეამოწმოთ და დააყენოთ სენსორული პანელის მეშვეობით და არა თერმომეტრით) და ტენიანობას. ჰაერის ცირკულაციის სისტემები დიდ როლს თამაშობს ორივეს თანმიმდევრულობის შენარჩუნებაში, ასევე, აირების გაფილტვრაში, რამაც შეიძლება საკვების უფრო სწრაფად გაფუჭება გამოიწვიოს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბეკოს მაცივრებს აქვთ ორმაგი აორთქლების სისტემა. მათ, ასევე, აქვთ საკვების კონსერვაციის სისტემა, სახელწოდებით EverFresh, რომელიც შექმნილია 30 დღის განმავლობაში სუფთა პროდუქტის შესანარჩუნებლად. Beko- ლურჯი განათების ტექნოლოგიასთან ერთად, EverFresh სისტემა დაგეხმარებათ მაქსიმალურად გაზარდოთ თქვენი სასურსათო პროდუქტების რაოდენობა.

დამატებითი მახასიათებლები, რომლებსაც უნდა დააკვირდეთ მაცივრის შეძენამდე:  

  • განსაზღვრეთ მაცივრის ტევადობა
  • გამოიკვლიეთ წყლის დისპენსერი, ფილტრი და საყინულე
  • გაარკვიეთ, რამდენად ხმაურიანია ის
  • გაარკვიეთ მათი ენერგოეფექტურობა

 

კომენტარები