პერუ

პერუში 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

პერუში 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდაპერუში, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ ბარანკადან 40 კილომეტრის დაშორებით 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ბიძგები დედაქალაქ ლიმაშიც იგრძნობოდა. მსხვერპლის და მიწისძვრის შედეგად გამოწვეული ზარალის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

მიწისძვრის ეპიცენტრი 100-ზე მეტი კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა, რის გამოც რყევა ძალიან ძლიერი არ ყოფილა.

ევრო-ხმელთაშუაზღვის სეისმოლოგიური ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა ამაზონის ტყეში, მეჩხერად დასახლებულ რეგიონში მოხდა. ცუნამის შესახებ აშშ-ს გამაფრთხილებელი სისტემის თანახმად, მიწისძვრის შემდეგ ცუნამის საშიშროება არ არის.

კომენტარები