ევროპული საქართველო

ევროპული საქართველო: ოპოზიციამ პარლამენტში დემოკრატიული პროცესის სიმულაცია უნდა შეწყვიტოს

ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს ლიდერებმა პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ხედვა წარადგინეს. პარტიის მიერ წარმოდგენილი ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, ოპოზიციურმა პარტიებმა პარლამენტში "დემოკრატიული პროცესის სიმულაცია" უნდა შეწყვიტონ.  

პარტიის თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას თქმით, ოპოზიცია თანმიმდევრული უნდა იყოს - ლიდერები არ უნდა  აკეთებდნენ "მცდარ გზავნილს", რომ არჩევნებს აზრი აქვს დაკარგული, შემდეგ კი საკანონმდებლო ორგანოში "ვითომ დემოკრატიის სიმულაციას" არ უნდა ქმნიდნენ. 

"პროცესში რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ, არ უნდა დავთქვათ ვადები, როდის უნდა დამთავრდეს რეჟიმი, იმიტომ, რომ თუ შემდეგ ეს არ მოხდება, სასოწარკვეთა ივანიშვილის რეჟიმს კვებავს. არ უნდა დავსახოთ იმ ტიპის ამოცანები, წარმატების წინაპირობა, რომელიც, შეუსრულებლობის შემთხვევაში, კვლავ რეჟიმს ასაზრდოვებს. 

რაც მთავარია, უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები - არ შეიძლება, ერთი მხრივ, ვიძახდეთ, რომ არჩევნებს აზრი აქვს დაკარგული, რაც მცდარი გზავნილია და უიმედობას ნერგავს, მეორე მხრივ კი პარლამენტში რუტინულ პროცდურებში ვიყოთ ჩართული, რომელიც ქმნის სიმულაციას ვითომ დემოკრატიის ქვეყნის შიგნით საზოგადოებისა და ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, რომელთა მხარდაჭერა შიგნით საპროტესტო მოძრაობის ზრდასთან ერთად ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებისთვის საკვანძო იქნება". - ამბობს გიგა ბოკერია.  

კომენტარები