გირჩი - მეტი თავისუფლება

პრემიერის რეგულაციის პასუხად გირჩი – მეტი თავისუფლება ონლაინ კაზინოს ქმნის

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დაანონსებული რეგულაციების პასუხად გირჩი – მეტი თავისუფლება ონლაინ კაზინოს ქმნის. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ Facebook-ზე დაწერა. 

როგორც ზურაბ ჯაფარიძე წერს, ონლაინ კაზინო იმ პრინციპით აიწყობა, რომ ხელისუფლებამ მათი დაჯარიმება ან აკრძალვა ვერ შეძლოს. 

"ონლაინ კაზინოს ვაწყობთ ისე, რომ ვერ ჩაგვავლებენ ვერანაირად. ესაა სლოტი BOOK OF FREEDOM, დემო ვერსია. ქართული ოცნება, თვალყური გვადევნეთ". – წერს ზურაბ ჯაფარიძე. 

22 ნოემბერს პრემიერმინისტრი ონლაინ კაზინოებზე რეგულაციების გამკაცრების ინიციატივით გამოვიდა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა,ამ ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებისთვის მთავრობა თავდაპირველად გადასახადებს გაზრდის, რეკლამებს აუკრძალავს და 25 წლამდე აწევს ბარიერს იმ მოქალაქეებისთვის, ვისაც ონლაინ კაზინოებში თამაში სურს, შემდგომ ეტაპზე კი სრულად აკრძალავს მათ. 

კომენტარები