ხვალ, 25 ნოემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს.
კრწანისის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, გორგასალის, კრწანისის, შოთა ნიშნიანიძის და მეფე სოლომონ II ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩის ქუჩის მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, სამხედრო გზატკეცილის, აღმაშენებლის ხეივანის, დიღმის მასივის I კვარტლის, იოსებიძის, კოსტავას, ანა კალანდაძის, შარტავას, მიხეილ ჭიაურელის, ლუბლიანას და იუნკერ მიხეილ იოსელიანის ქუჩების მოსახლეობას.
11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.