კორონავირუსი საქართველოში

ღარიბაშვილი: მე გავხსენი ბიზნესი, მე მივიღე რისკიანი გადაწყვეტილებები

კოვიდ პასპორტი იმუშავებს, ესე იგი შემდეგნაირად, კოვიდგადატანილი ავტომატურად ითვლება და იქ არავითარი ექვსთვიანი შეზღუდვა არ იქნება.თუ პირი არის კოვიდგადატანილი, ის იქნება მწვანე ბარათის მფლობელი მინიმუმ 12 თვე, მაგას დაალაგებენ, განსაზღვრავენ და განუმარტავენ მოსახლეობას. მეორე - ორჯერ აცრილი და მესამე - ეს უნდა იყოს ან PCR ან სწრაფი ტესტის ვალიდურობის მფლობელი. თუ პირს, მაგალითად - თქვენ, არც კოვიდი გქონიათ და არც აცრა გსურთ, შეგიძლია გაიკეთოთ სწრაფი ტესტი, რომელიც ღირს 20 ლარი თუ 30 ლარი და მიბრძანდეთ რესტორანში. ეს ძვირი დაგიჯდებათ, ბუნებრივია, მაგრამ რესტორანს ჩვენ არ ვხურავთ.არც დავხურავთ. ბიზნესი მე არ გამიჩერებია, პირიქით - მე გავხსენი ბიზნესი და მე მივიღე რისკიანი გადაწყვეტილებები. და სწორედ ჩემი გადაწყვეტილების გამო, რომელსაც მაშინ ბევრი აკრიტიკებდა, ვნახეთ, რომ ასეთი შედეგი მოყვა. შედეგი არის ის, რომ დღეს გვაქვს 11%-იანი ეკონომიკური ზრდა. GDP 2022 წლის იანვარში იქნება 65 მილიარდი ლარი, რაც არის ისტორიული მაქსიმუმი, მშპ ერთ სულ მოსახლეზე იქნება 5 500 დოლარი. ეს ყველაფერი არის ჩემი, ჩვენი გუნდის ქმედითი, შეიძლება რისკიანი, მაგრამ გაბედული ნაბიჯების შედეგი. 

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

კომენტარები