ეკონომიკა

დავითაშვილი: საქართველოს ეკონომიკა ჯანსაღია, კერძო სექტორისთვის პოლიტიკა საიმედო და სანდოა

ველოდებით, რომ წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დავასრულებთ, რომელიც უპრეცედენტოდ მაღალია და ამ მხრივ საქართველო რეგიონში ლიდერია. 

ეკონომიკური ზრდის განმაპირობებელი გაზრდილი ექსპორტია. ჩვენი პრიორიტეტი საექსპორტო პოტენციალის მქონე დარგების წახალისებაა, რათა უფრო დიდ ბაზრებზე გვქონდეს წვდომა. გვესმის, რომ ერთ-ერთი გამოწვევა საქართველოს მცირე შიდა ბაზარია, მაგრამ ექსპორტზე ორიენტაცია მნიშვნელოვანია. 

ექსპორტი და სავაჭრო ბრუნვა მნიშვნელოვნად გაზრდილია, რაც იმას აჩვენებს, რომ საქართველოს ეკონომიკა ჯანსაღია და ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა კერძო სექტორისთვის საიმედო და სანდოა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. 
 

ამბობს ვიცეპრემიერი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი.

კომენტარები