მიხეილ სააკაშვილი

გამყრელიძე: დაჟინებით მოვუწოდებ მიხეილ სააკაშვილს, შეწყვიტოს შიმშილობა

მე ვიცნობ საკმაოდ კარგად საქართველოს მესამე პრეზიდენტს [...] მე ახლო ურთიეწრთობა მაქვს მის ოჯახთანაც, კარგად ვიცნობ და ვმეგობრობ მის მამასთან, ასევე დედასთან [...] ეს პოლიტიკური პროტესტი გადაიზარდა იმაში, რომ ის [სააკაშვილი] გახდა პაციენტი, მე ექიმი ვარ და ჩვენთვის, როცა ჰიპოკრატეს ფიცს ვდებთ, პაციენტი, იქნება ეს უმაღლესი თანამდებობის, დაბალი, ჩვენ არ ვანსხვავებთ. ექიმის მოვლაოებაა პაციენტს ჩაუტაროს ყველა ის აუცილებელი დახმარება, რაც მას სჭირდება [...]

მე, როგორც ექიმი ამირან გამყრელიძე და არა დღევანდელი თანამდებობის პირი, დაჟინებით მოვუწოდებ მიხეილ სააკაშვილს, შეწყვიტოს შიმშილობა, რადგან ეს უკვე მისი ჯანმრთელობისთვის ცეცხლთან თამაშია. ძალიან სწრაფად შეიძლება განვითარდეს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი გართულებები. მე ვენდომი იმ კონსილიუმს, რომელიც შექმნილია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძზღვანელი, ამირან გამყრელიძე ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილზე, რომელიც 47-ე დღეა შიმშილობს.

კომენტარები