ფულადი გზავნილები

ქვეყნები, საიდანაც ოქტომბერში ყველაზე დიდი ფულადი გზავნილები შემოვიდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2021 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 206.7 მლნ აშშ დოლარი (649 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 2020 წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე 13.7%-ით მეტია.

შემოსული გზავნილების 39.91% ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის, 60.09% კი დანარჩენ ქვეყნებზე.

10 ქვეყანა, საიდანაც გასულ თვეში ყველაზე დიდი მოცულობის ფულადი გზავნილები შემოვიდა:

  1. რუსეთი - 36.3 მლნ
  2. იტალია - 33 მლნ
  3. აშშ - 23.7 მლნ
  4. საბერძნეთი - 19.2 მლნ
  5. ისრაელი - 15.3 მლნ
  6. გერმანია - 10.9 მლნ
  7. თურქეთი - 8.6 მლნ
  8. ყაზახეთი - 7.4 მლნ
  9. უკრაინა - 7.3 მლნ
  10. აზერბაიჯანი - 7.1 მლნ

საქართველოდან საზღვარგარეთ კი ოქტომბერში 30.3 მლნ აშშ დოლარი (95.1 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 26.9%-ით მეტია.

კომენტარები