ავღანეთი

თალიბანმა ამერიკული საბრძოლო ტექნიკით ქაბულში სამხედრო აღლუმი ჩაატარა

თალიბანმა ხელში ჩავარდნილი ამერიკული საბრძოლო ტექნიკითა და იარაღებით ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში სამხედრო აღლუმი ჩაატარა

Reuters-ის ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობას ასობით თალიბი იღება, რომლებიც ამერიკულ იარაღებს და ჯავშნოსან M117-ებს იყენებდნენ. 

ავღანეთის თავდაცვის მინისტრის, ენაიატულა ხვარაზმის თქმით, სამხედრო აღლუმის მოწყობა 250 ახალი ჯარისკაცის წვრთნის პროცესის წარმატებით დასრულებას უკავშირდება.

აღსანიშნავია, რომ 2002-2017 წლებში აშშ-მ ავღანეთში 30 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო ტექნიკა და იარაღები შეიტანა. ამერიკული სამხედრო ძალების ავღანეთიდან გასვლის შემდეგ, ქვეყანაში დარჩენილი სამხედრო ტექნიკა თალიბანის მფლობელობაში აღმოჩნდა.

SIGAR და GAO-ს ინფორმაციით, ამერიკული ჯარის ავღანეთიდან გასვლით თალიბანს ხელში ჩაუვარდა: 22 000 Humvee, 8 000 სატვირთო, 42 000 მანქანა, 100-მდე თვითმფრინავი და ვერტმფრენი, 634 M117, 169 ჯავშნოსანი და 155 ნაღმგამძლე მანქანა. 

გარდა ამისა, თალიბების მფლობელობაშია: 360 000 ავტომატი, 127 000 პისტოლეტი და 65 000 ტყვიამფრქვევი.

ამერიკელი სენატორი ჯიმ ბენქსის თქმით, თალიბანს ახლა იმაზე მეტი Black Hawk-ის ტიპის ვერტმფრენები ჰყავს, ვიდრე ქვეყნების 85%-ს.


 

კომენტარები