გირჩი - მეტი თავისუფლება

გირჩი – მეტი თავისუფლების ოფისის სადარბაზოში ნაგავი შეყარეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან აქციების პასუხად გირჩი – მეტი თავისუფლების ოფისთან ნაგავი შეყარეს. პარტიის ინფორმაციით, უცნობმა პირებმა იმ სადარბაზოს შესასვლელში, რომელშიც მათი ოფისი მდებარეობს და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, წარწერებიც გააკეთეს.

"ეს ხდება ახლა იმ სახლის სადარბაზოში, სადაც ოფისი გვაქვს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, უფანტაზიო ავადმყოფები ხართ. პლუს სულელები, თუ 1% შანსს მაინც უშვებთ, რომ ამით ჩვენ გაგვაჩერებთ

პ.ს. ამ ოფისში კონდიციონერი არ დაგვაყენებინეს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლიაო და ამ მართლა ვანდალებმა რა დღეში ჩააგდეს". – წერს პარტიის ლიდერი, ზურა ჯაფარიძე.

7 ნოემბერს გირჩი – მეტი თავისუფლების წევრებმა და მხარდამჭერებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეზოში პროტესტის ნიშნად ნაგავი გადაყარეს.

ასევე, სხვადასხვა ქალაქში პროტესტის ნიშნად სუს-ის შენობების ბლოკირების გამო პოლიციამ დააკავა პარტიის 10-მდე წევრი.

კომენტარები