გირჩი-მეტი თავისუფლება

ზურაბ ჯაფარიძემ და მისმა მხარდამჭერებმა სუს-ის შენობის ეზოში ნაგავი გადაყარეს

ტაბულა

გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ და მისმა მხარდამჭერებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეზოში ნაგავი გადაყარეს. 

ჯაფარიძის თქმით, პროტესტის ერთ-ერთი სამიზნე სწორედ სუს-ი უნდა იყოს, რადგან რეალურად ისინი ატარებენ ქვეყანაში არჩევნებს.

"30-მა კაცმა სახლიდან წამოვიღეთ ნაგავი, აღარ ჩავყარეთ ურნებში, მოვიტანეთ და დავყარეთ სუს-ის შესასვლელთან, რადგან ეს ადგილი გვგონია ბოროტების მთავარი ამბავი ქვეყანაში. არაფრის გაპროტესტებას აზრი არ აქვს ცესკო-სთან და რაღაც უწყებებთან, აქედან იმართება ეს ქვეყანა, ესენი მართავენ, ესენი აშანტაჟებენ, ესენი აშინებენ, ესენი ატარებენ ამ ქვეყანაში არჩევნებს, ამიტომ გვგონია, რომ პროტესტის ერთ-ერთი სამიზნე უნდა იყოს ეს შენობა მუდმივად". - ამბობს ჯაფარიძე. 

ადგილზე მყოფი ტაბულას რეპორტიორის ცნობით, პოლიციამ 6 პირი დააჯარიმა, ხოლო დანარჩენების სახელი და გვარები ჩაიწერა. 

კომენტარები