დაძაბულობა პოლონეთი-ბელარუსის საზღვარზე

მიგრანტების კრიზისის ფონზე, ბელარუსული ავიაკომპანია თურქეთიდან მიგრანტებს აღარ გადაიყვანს

კომპანია ბელავიას თვითმფრინავი

ბელარუსი-პოლონეთის საზღვარზე შექმნილი მიგრანტების კრიზისის ფონზე, ბელარუსის მთავრობის კუთვნილებაში მყოფმა ავიაკომპანიამ, ბელავიამ გამოაცხადა, რომ აღარ დაუშვებს ერაყის, სირიისა დაიემენის მოქალაქეების თურქეთიდან საკუთარ ბორტზე აყვანას. მათი თქმით, ეს თურქეთის მთავრობის თხოვნის საპასუხოდ ხდება. 

ევროკავშირი ბელარუსს ომისგან გაუბედურებული ქვეყნების მოქალაქეების მეშვეობით მიგრანტების კრიზისის ხელოვნურად შექმნაში ადანაშაულებს. ბოლო თვეებში პოლონეთი-ბელარუსის საზღვართან მიგრანტების ჯგუფები ევროკავშირის ტერიტორიაზე გადაპარვას ცდილობენ. კრიზისს დასავლეთში უყურებენ, როგორც ბელარუსის ჰიბრიდული ომის ნაწილს.

ლუკაშენკო ევროკავშირს, ახალი სანქციების დაწესების შემთხვევაში, ბუნებრივი აირის შეწყვეტით ემუქრება.

ევროკავშირში განიხილება ახალი სანქციების დაწესება ბელარუსისთვის, ასევე იმ ავიაკომპანიებისთვის, რომლებსაც ლტოლვილები ბელარუსში თურქეთიდან გადაჰყავთ. 

"თურქეთის მთავრობასთან შეთანხმებული გადაწყვეტილებით, ერაყის, სირიისა და იემენის მოქალაქეები არ დაიშვებიან თურქეთიდან ბელარუსისკენ მიმავალ ფრენებზე, 12.11.2021-დან", – ნათქვამია ბელავიას განცხადებაში.

გასულ დღეს, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა: ლიტვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ერთობლივ განცხადებაში გააკეთეს გაფრთხილება, რომ ბელარუსი-ევროკავშირის საზღვრებზე შექმნილი მიგრანტების კრიზისი, შესაძლოა, სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზარდოს. პარალელურად, უკრაინა ბელარუსთან არსებულ საზღვარზე დამატებითი ჯარების გაგზავნას აპირებს. 

კომენტარები