დაძაბულობა პოლონეთი-ბელარუსის საზღვარზე

ტუსკის თქმით, პოლონეთი ბელარუსთან საზღვარს კვლავ გახსნის

პოლონეთის პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი
 REUTERS/Aleksandra Szmigiel/File Photo

პოლონეთის პრემიერმინისტრმა დონალდ ტუსკმა 23 სექტემბერს განაცხადა, რომ ბელარუსსა და პოლონეთს შორის სასაზღვრო პუნქტები ოთხშაბათს, შუაღამით, გაიხსნება. 

პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი 12 სექტემბერს ჩაკეტა. ტუსკის თქმით, ჩაკეტვის მიზეზი ამავე დღეს დაწყებული რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი სამხედრო წვრთნები "ზაპად-2025" იყო.

"ამ სამხედრო წვრთნების დასრულება ამცირებს - მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ აქრობს - სხვადასხვა საფრთხეს და პოლონური ტვირთმზიდებისა და სარკინიგზო ხაზების ეკონომიკური ინტერესის გათვალისწინებით, ჩვენ დავადგინეთ, რომ ამ ზომამ თავისი მიზანი შეასრულა," განუცხადა ტუსკმა მთავრობას. 

"თუ დაძაბულობები გაიზრდება, არ ვიყოყმანებთ და შესაფერის გადაწყვეტილებებს მივიღებთ." - დაამატა მან. 

კომენტარები