მსხვილი პოლიტიკური ფიგურების წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა, რა თქმა უნდა, სურათს ამძაფრებს, მაგრამ ჩვენი ბრძოლა ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იყოს პოლიტიკური დევნის წინააღმდეგ, ვის მიმართაც არ უნდა ხორციელდებოდეს ეს და არ უნდა გამოგვრჩეს, დევნის არცერთი სუბიექტი და არცერთი ფაქტი, რომელსაც საქართველოში ექნება ადგილი. ზუსტად ისეთივე ყურადღებით უნდა მოვექცეთ, როგორც ვექცევით მსხვილ პოლიტიკურ ფიგურებს, მათ შორის, ყოფილ პრეზიდენტს. ჩემი აზრით, ამ ფაქტების ერთობლიობა შექმნის იმის წინაპირობას, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ჩამოყალიბდეს საერთაშორისო წნეხის ის ეფექტური ზომები, რომელიც საბოლოო ჯამში, მოიტანს რეალურ შედეგს. ეს ბრძოლა საკმაოდ ხანგრძლივია და ჩვენ თითოეული ფაქტი და შემთხვევა უნდა გამოვიყენოთ ივანიშვილის რეჟიმის მხილებისთვის. გარდა ამისა, ამ ადამიანებს ზუსტად ისევე ჭირდებათ მხარდაჭერა და შეიძლება უფრო მეტადაც, ვიდრე სხვა პოლიტიკურ ფიგურებს
მიხეილ სააკაშვილის საქმე
ბობოხიძე: პოლიტიკური დევნის ფაქტები ივანიშვილის წინააღმდეგ საერთაშორისო წნეხის წინაპირობაა
tbl.ge/5rd6
დაკოპირდა

თქვა ევროპული საქართველოს გენერალურმა მდივანმა, აკაკი ბობოხიძემ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე ბრალდებულების სასამართლო პროცესის შესახებ.
ამავე თემაზე
- ბუჩუკური: იმედი მაქვს, სააკაშვილის შეწყალებაზე პრეზიდენტის "არა და არასოდეს" არ შეიცვლება
- პაპუაშვილი: სააკაშვილის შეწყალება მისი დანაშაულების მსხვერპლების დაცინვა იქნება
- მაჭარაშვილი: სააკაშვილმა ჯერ იმ შვილებს დაუბრუნოს მამა, ვისაც მოუკლა, ან დაუზიანა
- კობახიძე: სააკაშვილის დამსახურებით ძალიან ბევრი მამა ვერ დაუბრუნდა საკუთარ შვილებს
- სააკაშვილი: ქალბატონ სალომეს შეუძლია, ერთი ხელის მოწერით ჩემს შვილებს მამა დაუბრუნოს