კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: მწვანე პასპორტის ამოქმედებაზე ორშაბათის საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამოცხადდება

ძალიან მალე, ალბათ 1-2 დღეში გამოცხადდება გარკვეული ზომები, ორშაბათის საკოორდინაციო საბჭოს მერე. იმ გზას გავივლით, რაც გაიარა ევროპის თითქმის ყველა ქვეყანამ. ეს იქნება მწვანე პასპორტების ამოქმედება, ე.წ. კოვიდ პასპორტების ამოქმედება. იქ არ არის მარტო აცრა, იქ არის არჩევანის საშუალება, შედის როგორც კოვიდის გადატანა, ასევე ორჯერადი აცრა, PCR ტესტირება ან სწრაფი ტესტირება - ვადა ექნება განსხვავებული, 1-დღიანი სწრაფი ტესტირება და 3-დღიანი PCR ტესტირება. 

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე რუსთავი 2-თან ინტერვიუში. 

კომენტარები