კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: მარტიდან სექტემბრის ბოლომდე COVID 19-ით 5 469 ადამიანი გარდაიცვალა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ცნობით, ქვეყანაში ვაქცინაციის დაწყებიდან, მარტიდან, სექტემბრის ბოლომდე, კორონავირუსის დიაგნოზით 5 469 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან კი აუცრელი იყო – 98.9%. ამის შესახებ გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

"15 მარტიდან, ანუ, რაც ქვეყანაში დაიწყო აცრები, 30 სექტემბრის პერიოდში, სამწუხაროდ, კოვიდით 5 469 ადამიანი. ამ შემთხვევაში, არავაქცინირებული იყო – 98.9%. 18-59 წლის ასაკობრივ ჯგუფში სრულად ვაქცინაციით განპირობებული სიკვდილიანობისგან დაცვა არის 99.37%, ხოლო 60 წლიდან ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში ეს დაცვა გახლავთ 97.8%. ესაა საერთო ციფრები იმ 4 ვაქცინაზე, რომელიც ქვეყანაში ადმინისტრირდებოდა". – ამბობს ამირან გამყრელიძე.

გასულ დღე-ღამეში საქართველოში COVID-19-ით კიდევ 53 ადამიანი გარდაიცვალა. დადასტურდა ინფიცირების 5 206 ახალი შემთხვევა. ქვეყანაში კორონავირუსის 49 619 აქტიური შემთხვევაა.

დღიური დადებითობა 10.71%-ია, ბოლო 7 დღის - 9.77%, ბოლო 14 დღის კი - 9.34%.  

4 ნოემბრის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 738 171 შემთხვევა ოფიციალურად არის დადასტურებული, მათგან 10 238 ადამიანი გარდაიცვალა, 678 288 კი გამოჯანმრთელდა.


ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. კვების ობიექტებს მუშაობის უფლება 23:00-მდე აქვთ.

ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.

ავჭალა, სითი მოლი, ისთ ფოინთი – ავტობუსებში აცრას თბილისში ცხრა ადგილას შეძლებთ.

კომენტარები